Sunday, June 6, 2010
ქსანი
ქსნის ზემო დინების ხედი ლომისიდან
მდებარეობა: საქართველო
სიგრძე: 84 კმ.
აუზის ფართობი: 885 კმ2,
სათავე: ყელის ტბა
ჩაედინება: მტკვარი
ქსანი - მდინარე ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 84 კილომეტრი, აუზის ფართობი 885 კმ2. სათავე აქვს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ყელის ტბიდან, ზღვის დონიდან 2914 მეტრზე, ზემო და შუა დინებაში ვიწრო ხეობა აქვს, მუხრანის ვაკეზე - ფართო. შესართავთან კვეთს სხალტბის ქედს და ისევ ვიწრო ხეობას აჩენს. მთავარი შენაკადებია: ცხრაძმულა, ჭურთა, ალეურა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 54 %, ზაფხულზე - 20 %, შემოდგომაზე - 14 %, ზამთარზე - 12 %. ყინულნაპირისი, ძგიფი და თოში იცის ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 15 მ3/წმ. მყარი ნატანის საშუალო წლიური ხარჯი 6,6 კგ/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარე ქსანი სოფელ ქსანთან უერთდება მდინარე მტკვარს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment