Sunday, June 6, 2010

არაგვი






არაგვი, მდინარე აღმოსავლეთ

საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის რაიონებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2724 კმ2. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. . მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.

არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70% შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი - ცალ-ცალკე 16-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტომდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. არაგვის ნადენის 39,3% შეადგენს, ზაფხულში - 30,8%, შემოდგომაზე - 19,5%, ზამთარში - 10,4%. არ იყინება.

No comments:

Post a Comment