Sunday, June 6, 2010

ცხენისწყალი




ცხენისწყალი - მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მყინვარებიდან, ზემოწელში ქმნის ღრმა ხეობას, ჩანჩქერებს, ქვემო წელში მიედინება ვრცელ კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მდინარის სიგრძე 176 კმ-ია, აუზის ფართობი - 2120 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 60 კუბ.მ/წმ (შესართავთან), მაქსიმალური - 371 კუბ.მ/წმ. ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.

აჭარისწყალი





მდებარეობა: აჭარა

სიგრძე: 90 კმ
აუზის ფართობი: 1540 კვ2
სათავე: არსიანის ქედი

ჩაედინება: ჭოროხი

ქვეყნები: საქართველო

აჭარისწყალი - მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, აუზის

ლიახვი





ლიახვი, დიდი ლიახვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქ. გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ2. მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომალისწყალი, გუდისიდონი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.
ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ2-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76%, შემოდგომაზე — 16%, ზამთარზე — 8%, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ3/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ3/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას. დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.

ჭოროხი








სიგრძე: 438 კმ
აუზის ფართობი: 22000 კმ2
ჩაედინება: შავი ზღვა

ქვეყნები: თურქეთი და საქართველო

ქალაქები: ართვინი და ბაიბურთი

ჭოროხი — მდინარე თურქეთსა და საქართველოში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდ. ჭოროხის სახელწოდება რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში.
ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას. აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ-ია, წყლის საშუალო ხარჯი - 285 კუბ.მ/წმ, ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.

რიონი






რიონი, უდიდესი მდინარე, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 . ერთვისშავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგსამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 -მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.


ყვირილა



ყვირილა - მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ - დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 61 კუბ.მ/წმ ზესტაფონთან, 90 კუბ.მ/წმ - შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები - საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი.

ალაზანი



ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი - 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 98 კუბ./წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის რაიონია. სათავე კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ ფერდობზე აქვს. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). აგებამდე პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა). ალაზანი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%- მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლისა - 30-30%-. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა - შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, ზაფხულზე - 29,1%, შემოდგომაზე - 20,3%, ზამთარში - 12,3%. არ იყინება. ალაზნის მარცხენა შენაკადებია სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, ლაგოდეხისწყალი,მაწიმისწყალი, გიშისწყალი (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა - ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერემისხევი, ფაფრისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ ³ წყალი. იყენებენ სარწყავად.

ქსანი



ქსნის ზემო დინების ხედი ლომისიდან
მდებარეობა: საქართველო

სიგრძე: 84 კმ.
აუზის ფართობი: 885 კმ2,
სათავე: ყელის ტბა

ჩაედინება: მტკვარი

ქსანი - მდინარე ოსეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 84 კილომეტრი, აუზის ფართობი 885 კმ2. სათავე აქვს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ყელის ტბიდან, ზღვის დონიდან 2914 მეტრზე, ზემო და შუა დინებაში ვიწრო ხეობა აქვს, მუხრანის ვაკეზე - ფართო. შესართავთან კვეთს სხალტბის ქედს და ისევ ვიწრო ხეობას აჩენს. მთავარი შენაკადებია: ცხრაძმულა, ჭურთა, ალეურა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 54 %, ზაფხულზე - 20 %, შემოდგომაზე - 14 %, ზამთარზე - 12 %. ყინულნაპირისი, ძგიფი და თოში იცის ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 15 მ3/წმ. მყარი ნატანის საშუალო წლიური ხარჯი 6,6 კგ/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარე ქსანი სოფელ ქსანთან უერთდება მდინარე მტკვარს.

არაგვი






არაგვი, მდინარე აღმოსავლეთ

საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის რაიონებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2724 კმ2. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. . მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.

არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70% შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი - ცალ-ცალკე 16-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტომდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. არაგვის ნადენის 39,3% შეადგენს, ზაფხულში - 30,8%, შემოდგომაზე - 19,5%, ზამთარში - 10,4%. არ იყინება.